gamitsvale.ge
გაქვთ ნივთები, რომლებსაც
არ იყენებთ?
ჩვენთან შეგიძლია მოუძებნო გამოსავალი — გაცვალე ნივთი ნივთზე, ნივთი სერვისზე, ან სერვისი სერვისზე. ფულის გარეშე.
როგორ გამოვიყენო საიტი
ნაბიჯ-ნაბიჯ სახელმძღვანელო
გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია
შექმენი უფასო ანგარიში — მიუთითე სახელი, მეილი და პაროლი. ასევე შეგიძლია Google-ით შეხვიდე. სურვილისამებრ დაამატე WhatsApp ან Telegram — სადაც პირდაპირ დაგიკავშირდება მომხმარებელი.
ატვირთეთ ნივთი საიტზე
ჩაწერეთ ნივთის დასახელება და მდგომარეობა, დაურთეთ სურათები და მიუთითეთ ლოკაცია. სასურველ ნივთებში ჩაწერეთ რაში გსურთ გაცვლა — ნივთში ან სერვისში. თუ არ იცით რა მოითხოვოთ, ჩაწერეთ "შემომთავაზე" და დაელოდეთ შემოთავაზებებს.
იპოვეთ სასურველი ნივთი
მთავარ გვერდზე დაათვალიერეთ განცხადებები. გამოიყენეთ კატეგორია ან ქალაქის ფილტრი სწრაფი ძიებისთვის.
გაუგზავნეთ შეთავაზება
განცხადებაზე დააჭირეთ "შეთავაზება" — ჩაწერეთ რა გინდა შესთავაზო, შეგიძლია ფოტოც დაამატო. ერთ განცხადებაზე შეგიძლია 3 შეთავაზება, ხოლო სხვა მომხმარებლებთან დღეში — 15.
ადევნეთ თვალი შეტყობინებებს
შეთავაზების მისაღებად პერიოდულად შეამოწმეთ 🔔 ზარის ღილაკი. როდესაც სხვა მომხმარებელს მოეწონება თქვენი ნივთი, ის შემოგთავაზებთ მის ნივთს. თქვენი ნებაა — დათანხმდებით, დაფიქრდებით, თუ უარს იტყვით.
დათანხმება — კონტაქტი გამოჩნდება
ორმხრივი თანხმობის შემდეგ, პროფილის "დათანხმებული" გრაფაში გამოჩნდება მეორე მხარის ტელეფონი, WhatsApp და Telegram. ეს ღილაკები მხოლოდ ორმხრივი თანხმობის შემდეგ ხდება ხილული.
დაუკავშირდი და გაცვალე
WhatsApp-ის ან Telegram-ის ღილაკზე დაჭერისას პირდაპირ მესენჯერში გადახვალ. შეთანხმდი გაცვლის ადგილსა და დეტალებზე. შეთანხმება თქვენი პასუხისმგებლობაა — საიტი მხოლოდ პლატფორმაა.
განათავსეთ საკუთარი განცხადებაც
"+ დამატება" ღილაკზე დაჭერით განათავსე შენი ნივთი. NORMAL — უფასო, SILVER — 15₾ კატეგორიის სათავეში მოსაქცევად, VIP — 30₾ კატეგორიის და სექციის სათავეში მოსაქცევად.
დროებითი გაცვლა
ტრანსპორტი & სახლი — იურიდიული ხელშეკრულებით
- 1გადადი სპეციალურ გვერდზე — "ტრანსპ. დროებითი გაცვლა" ან "სახლების გაცვლა"
- 2შეავსე ხელშეკრულების ფორმა — ორივე მხარის მონაცემები
- 3გადმოიწერე .txt ხელშეკრულება — ბეჭდვა + ხელმოწერა
- 4ხელშეკრულება ორივე მხარეს იცავს — ზარალის შემთხვევაში
⚖️ ხელშეკრულება ორივე მხარეს იცავს — ნებისმიერი დაზიანება ანაზღაურდება ადგილზე შეფასებით.
ზოგადი წესები
- ერთი მომხმარებლისთვის დღიური ლიმიტი არის 3 განცხადება.
- აკრძალულია ერთი და იგივე ნივთის მრავალჯერადი განთავსება.
- განცხადება უნდა შეიცავდეს რეალურ ფოტოებს და ზუსტ აღწერას.
- კონტაქტი ხდება ხილული მხოლოდ ორმხრივი თანხმობის შემდეგ.
აკრძალვები
- აკრძალულია კანონით აკრძალული ნივთების ან სერვისების განთავსება.
- აკრძალულია შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება.
- სპამი და თაღლითური ქმედებები გამოიწვევს ანგარიშის სამუდამო ბლოკირებას.
გახსოვდეთ!
GAMITSVALE.GE არის მხოლოდ პლატფორმა გაცვლისთვის. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას გაცვლის პროცესზე ან ნივთების ხარისხზე. გთხოვთ, იყოთ ფრთხილად და ნივთის გაცვლისას შეხვდეთ საჯარო ადგილებში.
gamitsvale.ge →